20 აპრილი 2024,   00:58
ვრცლად
თავდასხმა ქვემო ბოდბეში - "ევროპული საქართველოს" ნაცემი წევრი ამტკიცებს, რომ ნიღბიანები მას პოლიტიკისგან ჩამოშორებას სთხოვდნენ

ქვემო ბოდბეში მომხდარი ინციდენტის შესახებ ბესიკ ლაზარიაშვილი პირველ განმარტებას აკეთებს. "ევროპული საქართველოს" წევრი აცხადებს, რომ მას თავდამსხმელები იმ დროს გაუსწორდნენ, როცა მეგობრისგან სახლში ბრუნდებოდა.

მისივე თქმით, სამი ნიღბიანი მამაკაცი მას პოლიტიკისგან ჩამოშორებას სთხოვდა და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ლაზარიაშვილს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.

ბრიფინგზე განცხადება "ევროპული საქართველოდან" პარლამენტის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმაც გააკეთა. მან საგამოძიებო ორგანოებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ინციდენტი სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. "ევროპული საქართველო" მომხდარზე პასუხიმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ცემის ფაქტში მონაწილეობას უარყოფენ. 

დღის ამბები