25 აპრილი 2024,   10:28
ვრცლად
შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შედეგებს აჯამებენ

შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შედეგებს აჯამებენ. ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად კონგრესის ქვედა პალატის კონტროლი დემოკრატების ხელში გადადის და მათ შესაძლებლობა ექნებათ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივებს ხელი შეუშალონ. არჩევნებში განსაკუთრებით ქალი კანდიდატები ლიდერობენ.

წარმომადგენელთა პალატის შემადგენლობაში რეკორდული რაოდენობის, 90-მდე ქალი იქნება. წინასწარი შედეგების თანახმად, სენატი კვლავ რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ რჩება.

პრეზიდენტის თანაპარტიელებმა კონგრესის ზედა პალატაში პოზიციები გაიმყარეს და 51 მანდატი მოიპოვეს. პარალელურად, ამერიკელებმა 36 გუბერნატორიც აირჩიეს.

დღის ამბები