20 აპრილი 2024,   02:13
ვრცლად
გაზრდილი ფასები საწვავზე - დიზელისა და ბენზინის ღირებულებამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია

საწვავის ფასმა საქართველოში რეკორდულ ციფრს მიაღწია. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები იკლებს, საქართველოში ლარის გაუფასურების პარალელურად საწვავზე ფასები იმატებს.  

ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდია მგზავრების გადაყვანა თვითღირებულების ფასად უწევთ, თუმცა როდემდე შეძლებენ, რომ მგზავრობის ამ დრომდე არსებული ტარიფი შეინარჩუნონ ამაზე საუბარი უჭირთ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს აქვს მექანიზმი, მოკლევადიან პერსპექტივაში საწვავის ფასზე ზეგავლენა იქონიოს.

სპეციალისტები გამოსავალს აქციზის გადასახადის შემცირებაში ხედავენ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა გასულ წელს 1 ლიტრ საწვავზე 25 თეთრით გაზარდა.

დღის ამბები