20 აპრილი 2024,   08:17
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ ულტიმატუმი - ოპოზიცია მოზარდების მკვლელობის საქმეში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს

„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით რეზოლუციას ამზადებს. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისთვის“ ტესტი იქნება. „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო პარტიებისგან მხარდაჭერას მოითხოვს.

უკვე ცნობილია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ახალ დადგენილებას „ქართული ოცნება“ ჩააგდებს. ოპოზიციის ინიციატივას, დასაჯოს დამნაშავეები, მმართველი პარტია რუსულ გზავნილად აღიქვამს.

საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, ახალ დადგენილებას „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს. პარტიაში ამბობენ, რომ ეს ხელისუფლებაზე ზეწოლის კიდევ ერთი საშუალება იქნება, რომ დამნაშავეები დასაჯონ.

„ევროპული საქართველოს“ მიერ პარლამენტში რეზოლუციის პროექტის შეტანას ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა მიესალმება. თუმცა ზაზა სარალიძეს არ აქვს იმედი, რომ მმართველი გუნდი მკვლელს გამოააშკარავებს. შვილმოკლულ მამას მიაჩნია, რომ დამნაშავის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, თუმცა მას ხელისუფლება ხელს აფარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები