13 ნოემბერი 2018,   21:05
ვრცლად
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მიხეილ სააკაშვილს და გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა 

ჰელსინკიში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე ჩასულ მიხეილ სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძე სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი შეხვდა. საუბარი მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ჰანმა ტვიტერში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. კომენტარში ევროკომისარი აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან და ვაშაძესთან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

"ევროკავშირისთვის ნათელია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს"- წერს იოჰანეს ჰანი.

დღის ამბები