25 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
"ხალხს უნდა რომ ენზელ მკოიანი და მისი ბანდა ახალქალაქს მოშორდეს," - ახალქალაქში ცანემი რემიკ პოღოსიანის გამოკითხვა, გვიან ღამემდე გაგრძელდა

გვიან ღამით დასრულდა ახალქალაქში სასტიკად ნაცემი რემიკ პოღოსიანის გამოკითხვა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ დაზარალებულმა "კურიერთან" საუბრისას თავდასხმის ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა.

"გინება დაკარგული მაქვს და არ მახსოვს" - აცხადებს რემიკ პოღოსიანი.

დაშავებულის ოჯახის წევრები კი ამტკიცებენ, რომ პოღოსიანს თავს ნიღბიანი მამაკაცები დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. დაზარალებულის მამის მტკიცებით, თავდასხმაში დეპუტატი ენზელ მკოიანი, მისი ძმა და ძმისშვილი მონაწილეობდნენ. ოპოზიციის მხარდამჭერზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მან კვირას P.S.-ის ეთერში ადგილობრივი მაჟორიტარის მკოიანის კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრა. რემიკ პოღოსიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, გამოძიება კი გრძელდება დაზარალებულის ვერსიის სისწორის დასადგენად. მათ შორის მას ჩაუტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა. 

"ჩემს შვილზე თავდამსხმელებს შორის დეპუტატი, მისი ძმა და ძმისშვილი იყვნენ. ეს ადამიანები აქ ორი მანქანით მოვიდნენ. განყოფილებაში კი ის 10-მა პოლიციელმა დაკითხა. ვფიქრობ არ არის ნორმალური ერთი დაზარალებულის დაკითხვას ამდენი სამართალდამცველი აწარმოებდეს. ყველა თავისუფალია ვისაც სურს იმას მისცეს ხმა. ხალხს უნდა რომ ენზელ მკოიანი და მისი ბანდა ახალქალაქს მოშორდეს,"- აცხადებს დაზარალებულის მამა რობერტ პოღოსიანი.

დღის ამბები