20 აპრილი 2024,   18:59
ვრცლად
კონგრესის შუალედურ არჩევნებს აშშ-ში - ეუთო-მ წინასწარი დასკვნა წარადგინა

კონგრესის შუალედურ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები კონკურენტულად და პროფესიულ დონეზე ჩატარებულად აფასებენ. ეუთო-ს მისიამ წინასწარი დასკვნა ვაშინგტონში წარადგინა.

„ვიდრე ჩვენი მკაფიოდ ვამბობთ, რომ არჩევნები პროფესიონალურად ჩატარდა და ადმინისტრაცია ფართო ნდობით სარგებლობს, ზოგიერთ შტატში მაღალჩინოსნები თავად იყვნენ კანდიდატები იმავე არჩევნებში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ. ამან პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი და უდავოდ გააჩინოს შეკითხვები ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის შესახებ. ამას მიხედვა სჭირდება,“-განაცხადა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიების კოორდინატორმა გიგი წერეთელმა.

ეუთოს დამკვირვებელთა დასკვნაში აღნიშნულია ამომრჩეველთა რეგისტრაციის თემაც. შტატებს გაზრდილი ჰქონდათ მოქალაქეების რეგისტრაციაზე ძალისხმევა, თუმცა დასკვნის მიხედვით, სხვადასხვა მიზეზით, ამ არჩევნებში 50 მილიონი მოქალაქე არ იყო რეგისტრირებული. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა დღეს წამოჭრა საკითხი მედიაზე სიტყვიერი თავდასხმების შესახებაც.

დასკვნაში წერია, რომ სიტყვიერი თავდასხმები ჟურნალისტებსა და ახალი ამბების საშუალებებზე მაღალჩინოსნების მხრიდან ზრდიდა წუხილს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მათ როლზე. აღნიშნულია მედიის პოლარიზება. ხაზგასმულია, რომ CNN ძირითადად ნეგატიურ ტონით იყო ფოკუსირებული პრეზიდენტზე. ფოქსი კი ნეგატიურ ტონს დემოკრატების მომხრეების მიმართ იყენებდა. წყაროდ მოყვანილია 5 ნოემბერს, მიზურიში გამართულ კამპანიის აქციაზე ტრამპის მიერ სცენაზე ფოქსის წამყვანის მოწვევა, რომელმაც კამპანიის ღონისძიებაზე დამსწრე მედიას "ყალბი ახალი ამბები" უწოდა. 

დღის ამბები