18 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
საგანგებო თათბირი ფოთში - შეხვედრას, სავარაუდოდ, სუს-ისა და შსს-ს მაღალჩინოსნები ესწრებიან

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი გუნდი სრულ მობილიზაციას აცხადებს. ამ წუთებში ფოთში საგანგებო თათბირი იმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა შეხვედრას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სუს-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც ესწრებიან.  

„კურიერის“ ცნობით, ძალოვანი უწყების თანამშრომლებისგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კონკრეტულ დავალებებს იღებენ.

ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას დაადასტურა, რომ  შეხვედრა არჩევნების მეორე ტურსა და სამოქმედო გეგმას უკავშირდება. შეხვედრის მონაწილეები სუს-ისა და შსს-ის თანამშრომლებთან თათბირს მედიასთან არ ადასტურებენ.

ავტორი: სოგო ჭულუხაძე.

 

დღის ამბები