13 ნოემბერი 2018,   21:04
ვრცლად
ქალბატონ სალომეს აქვს თავისი გრაფიკი წინასაარჩევნო შეხვედრების - პრემიერი საპრეზიდენტო კანდიდატის საჯარო სივრციდან გაქრობაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საჯარო სივრციდან გაქრობას ეხმაურება.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ გამქრალა და ის წინასაარჩევნოდ შეხვედრებს მართავს.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის გაშუქება მოხდება, ყველა დაინახავს, რომ ის არ გამქრალა. თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრის ამსახველი კანდრები არ გაუვრცელებია სალომე ზურაბიშვილის PR სამსახურს.

„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი გრაფიკი წინასაარჩევნო შეხვედრების. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიური და თუ ბუნებრივია, მისი კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანიები,“ - განაცხადა პრემიერმა.

გასული კვირის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი საჯარო სივრციდან გაქრა. მმართველი გუნდი საარჩევნო კამპანიას სალომე ზურაბიშვილის გარეშე აგრძელებს.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნის მოლოდინშია.

დღის ამბები