20 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
"ამომრჩეველთა სიის გატანას ოლქიდან ადგილი არ ჰქონია"-ცესკო ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

ცესკო-ს შიდა აუდიტმა კრწანისის საარჩევნო კომისიაში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლა დაიწყო. ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით ამ დროისთვის გამოკითხა 9 პირი. ანა მიქელაძის განცხადებით წინასწარი ინფორმაციით აღნიშნულ ოლქში საქმე ეხება დალუქვის პროცედურები დარღვევას და ამომრჩეველთა სიის გატანას ოლქიდან ადგილი არ ჰქონია, როგორც ამას გაერთიანებული ოპოზიცია ამტკიცებს.

„გუშინვე მოხდა კონკრეტული პირების გამოკითხვა და წინასწარი გამოკითხვის მონაცემებით საქმე ეხება დალუქვის პროცედურების დარღვევას და ამომრჩეველთა სიის გატანას ოლქიდან ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად ეს სიები არავისთვის ყოფილა გადაცემული. თუმცა ეს არის წინასწარი მონაცემები. ცესკო-ს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს ამ ფაქტს. როდესაც დასრულდება შესწავლა, რა თქმა უნდა ცესკო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღეს გაერთიანებულ ოპოზიციაში ვიდეომასალა წარმოადგინეს, რომელიც შტაბის წევრების ინფორმაციით, ასახავს ე.წ. სამაგიდო სიებს. ამომრჩევლის ეს სიები წესით არჩევნების პირველი ტურის შემდეგ უნდა დალუქულიყო და კანონით განსაზღვრული წესით განადგურებულიყო. თუმცა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ლუქები სიებს კანონის დარღვევით მოხსნეს და სუს-ში გადაიტანეს, გარკვეული მანიპულაციებისთვის. ვიდეომასალა ოპოზიციის განმარტებით კრწანისის საოლქო კომისიაშია გადაღებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები