25 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-ის სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

დაცვის მხარის განმარტებით, დ.ღ.-სთვის წაყენებული ბრალდება, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს, აბსურდულია. მათი თქმით, სამ თვეზე მეტია, არასრულწლოვანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.  

დაცვის მხარის განცხადებით, დღეს პროცესზე არცერთ მოწმეს მოზარდის ცრუ ჩვენებაზე ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებია.

დაკავებული არასრულწლოვნის პროცესი 13 ნოემბერს განახლდება.

დღის ამბები