16 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, გამოწვეული იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებაზე

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ლარის გაუფასურებას ეხმაურება. მინისტრი ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ოპონენტების ბინძური კამპანიის შედეგია.

ივანე მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ მთავარია მოსახლეობა რეზისტენტული იყოს ოპოზიციის განცხადებების მიმართ.

„დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის არანაირი აბსოლუტური ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, გამოწვეული იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს. ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. უბრალოდ, აქ არის საკითხი იმაზე, რომ ამ ტყუილების მიმართ ვართ თუ არა რეზისტენტული. მოსახლეობა ზუსტად, რამდენადაც რეზისტენტული ვიქნებით ამ სპეკულაციების, ამ სიბინძურის, ამ ტყუილის მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი,“ - განაცხადა მინისტრმა.

ეროვნული ბანკის ბოლო ინფორმაციით, ერთი დოლარის ღირებულება 2.7505 ლარია.

დღის ამბები