25 აპრილი 2024,   21:31
ვრცლად
„მეეზოვე ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან, იმიტომ, რომ მის სოფელში იყო გაერთიანებული ოპოზიციის აქტიური წევრი" - ნიკა მელია

ვაკის რაიონის მეეზოვე ჯამბულ სოინოღლი ხელმძღვანელებს სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. 

სოინოღლი კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში გაერთიანებული ოპოზიციის წევრი იყო, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა არჩევნები დიდი სხვაობით წააგო.

ჯამბულ სოინოღლი უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამსახურიდან სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.

„სამუშაოზე რომ გავედი ვხედავდი რომ დამსდევდნენ და რაღაცა მოიმიზეზეს, რომ მე ერთი საათით ადრე წამოვსულიყავი სახლში. მეორე დღეს უკვე ბრიგადირი მირეკავს, განთავისუფლებული ხარ სამსახურიდანო,“-განაცხადა სოინოღლიმ

სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვე მოინახულა დღეს ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა. ნიკა მელია მხარდაჭერის ნიშნად მეეზოვის ოჯახში იმყოფებოდა.

„აი ვხედავთ რეალურად მორალურ სახეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების. ერთის მხრივ დავინახეთ ცრემლები თვალებზე და ყელგამოღადვრით ეხვეწება ხალხს, რომ ხმა მომეცით და მე გამოვსწორდები და მე კარგი ვიქნები და მეც რა გავაფუჭე მაპატიეთ და მეორეს მხრივ, რას აკეთებს, მეეზოვე ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან, იმიტომ, რომ მის სოფელში, კასპში იყო გაერთიანებული ოპოზიციის ძალიან აქტიური წევრი და მოიგო ეს სოფელი გაერთიანებულმა ოპოზიციამ უპირობოდ,“- აცხადებს ნიკა მელია.

ნიკა მელია ასევე აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად მსგავს რევანშის უამრავი მაგალითები ხდება.

დღის ამბები