23 აპრილი 2024,   20:51
ვრცლად
„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული? ჯერ თქვით ომი ვინ დაიწყო"- ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ატოცში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა გააპროტესტეს

11 დღიანი გაუჩინარების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა. მან ადგილზე მიმდინარე პროცესები დაათვალიერა. მეორე დღეა რული ოკუპანტები ადგილზე ახალ მავთულხლართებს ამონტაჟებენ.

სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას სოფელ ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა პრეზიდენტობის კანდიდატს საუბარი შეაწყვეტინა და განმარტებები მოსთხოვა იმ განცხადებებზე, რომელიც ომის დაწყებას ეხება.

„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული? რა მაღალმთიანი რეგიონები, ჯერ თქვით ომი ვინ დაიწყო და ვისი ბრალია ომის დაწყება,“-მიმართა სალომე ზურაბიშვილს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა. რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ადგილზე ჩავიდა როგორც პრეზიდენტი.

„მე აქ ვარ ჩამოსული როგორც მომავალი ამ ქვეყნის პრეზიდენტი და გეუბნებით ჩემ გეგმებს როგორი იქნება. განცხადებების დრო არ არის აქა. აქ არის დროს. მე ვაკეთებ განცხადებას როგორც მომავალი პრეზიდენტი,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მას არასდროს უთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები