25 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
"რამდენიმე დღეში ატყუებთ ადამიანებს? რაც დღეს ლარს სჭირს, არის ყვავის ჩხავილის ეფექტი" - ხმაური პარლამენტში

ხმაური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე - დეპუტატები ერთმანეთს 2019 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტის გამო დაუპირისპირდნენ.

ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 13 მილიარდი ლარია და ის წინა წელთან შედარებით 350 მილიონით არის გაზრდილი. პროექტის მიხედვით, მთავრობის პრიორიტეტი მომავალი წლისთვის ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები, ასევე განათლება და ინფრასტრუქტურა იქნება. ოპოზიცია პროექტის დაკორექტირებულ ვარიანტს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კვლავაც ვერ თქვა უარი ბიუროკრატიულ ხარჯებზე.

„რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა, რომ საპენსიო საკითხი ასევე დევნილების შემწეობა გადასახედია. მთავრობას შემოაქვს მეორე მოსმენით ბიუჯეტის პროექტი და არაფერი ამ მიმართულებით გათვალისწინებულ არ არის და ჩემი კითხვა ძალიან ზოგადი და პოლიტიკურია. რამდენიმე დღეში ატყუებთ ადამიანებს?,“- მიმართა მმართველ გუნდს "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის საპასუხოდ კი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ცრუ დაპირებებში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი დაადანაშაულა.

„ე.წ. კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ცრუ დაპირებებით 400 ლარიანი ლარის თაობაზე, რომ მომავალი წლიდან როგორც  კი ამირჩევთ პენსია იქნება 400 კარი ამას ვერ გააკეთებთ. ძალიან მინდა რომ პენსია იყოს  500 ან 600 ლარი, ოღონდ რეალური რეფორმის გზით,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მმართველი გუნდის წევრის განცხადებას დემაგოგიური უწოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა. რომან გოცირიძის თქმით, გრიგოლ ვაშაძეს არ უთქვამს რომ ის არჩევისთანავე პენსიას გაზრდის.

„ის ამბობს, რომ  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ , იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. და საპარლამენტო  არჩევნებზე მოსული ხელისუფლება მოუმატებს,“-განაცხადა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას  ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო განაგრძობს.

ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას კი მმართველი გუნდი ოპოზიციას აკისრებს. არჩილ თალაკვაძის თქმით სწორედ ოპოზიციის განცხადებებმა მიიყვანა ლარი გაუფასურებამდე.

„რაც დღეს ლარს სჭირს, მე დავარქმევდი ყვავის ჩხავილის ეფექტს. და ვინ არიან ეს ყვავები, რომელიც ლარს დასჩხავიან ტელევიზიებს შეხედეთ და მიხვდებით. როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი და მისი თანაგუნდელები აანონსებენ, რომ ასი ათას კაცს გამოვიყვან ქუჩაში და ხვალ მთავრობა აღარ იქნება და ხვალ პარლამენტი აღარ იქნება თქვენ რა გგონიათ ლარი როგორ რეაგირებს? მყარდება და წელში იმართება?“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები