13 ნოემბერი 2018,   21:04
ვრცლად
ნიუ-იორკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხებენ 

შვედეთის შემდეგ ქართველ ამომრჩეველს რეგისტრაციის პრობლემები ნიუ-იორკშიც შეექმნა.

ემიგრანტების ინფორმაციით, ისინი საკონსულოში საკუთარი მონაცემების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ რის გამოც შესაძლოა საქართველოს ასეულობით მოქალაქემ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ვერ  მიიღოს.

საქართველოს მოქალაქეებმა საკონსულოს უკვე აცნობეს პრობლემის შესახებ, თუმცა ამ დრომდე უცნობია შეძლებენ თუ არა ქართველი ამომრჩევლები ვადის ამოწურვამდე დარეგისტრირებას. როგორც ცნობილია რეგისტრაცია 11 ნოემბერს უნდა დასრულდეს.

„დავარეგისტრირეთ რამდენიმე ასეული ადამიანი და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ წერილი, რომელშიც უნდა იყოს მითითებული არის თუ არა აღრიცხვაზე ესა თუ ის პიროვნება, მათ დაუგვიანდათ.

თუკი ამომრჩეველი მიიღებს უარს საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით, უკვე 11 რიცხვამდე აღარ მოესწრება ასეთი ამომრჩევლის დარეგისტრირება და შესაბამისად ვერ მიიღებს ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას.

ანალოგიური პრობლემები დაფიქსირდა საბერძნეთში და რომში,“-განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას შორენა ლომთაძემ.  

დღის ამბები