25 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
ლგბტ თემის დისკრიმინაციული განმარტებები სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოში - “თანასწორობის მოძრაობა” ომბუდსმენს მიმართავს

ლგბტ თემის დისკრიმინაციული განმარტებები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში - “თანასწორობის მოძრაობა”  სახალხო დამცველს მიმართავს.

საქმე ეხება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სალექციო კურსის სახელმძღვანელოს სახელწოდებით - “სასამართლო მედიცინა“. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ წიგნში გამოყენებულია ლგბტ თემის შეურაცხმყოფელი ფრაზეოლოგია, რომელიც ამყარებს სტერეოტიპებს, ხელს უწყობს და აქეზებს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

სამედიცინო უნივერსიტეტში ამ თემაზე განმარტებებს არ აკეთებენ. სახალხო დამცველი კი საკითხით დაინტერესებას გეგმავს.

დღის ამბები