13 ნოემბერი 2018,   21:05
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობაც იყო, მათ შორის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა იუსტიციის მინისტრიც.

დღის ამბები