17 აპრილი 2024,   02:51
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" საკმარისი დრო ჰქონდა ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება შეესრულებინა, თუმცა არ ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება - მიხეილ სააკაშვილი

"ქართულ ოცნებას" საკმარისი დრო და რესურსი ჰქონდა იმისთვის, რომ 2012 წელს ამომრჩევლებისთვის მიცემული დაპირებები შეესრულებინა, თუმცა არ ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოცემა “ფორინ პოლისში” გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ამომრჩევლების 61 პროცენტმა, არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა და მმართველი პარტიის შეუსრულებელი დაპირებებია.

“ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინათ მნიშვნელოვანი რეფორმები და შეემცირებინათ ხალხის უკმაყოფილება, ხელისუფლება მიმართავს სადამსჯელო ღონისძიებებს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ,”-წერს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები