20 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - კომპანია "საქართველოს" მეირ დაზარალებული მეანაბრეები პარტიის ლიდერებთან შეხვედრას ითხოვდნენ

"ქართული ოცნების" ოფისში წინასაარჩევნო კონსულტაციები საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

კომპანია "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეები ხელისუფლებისგან დახმარებას და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ბრალდებულთა წრე უნდა გაფართოვდეს. მეანაბრეები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისთან, თუმცა მათ შესახვედრად არავინ გასულა. აქციის მონაწილეები "ქართულ ოცნებას" ცრუ დაპირებებში ადანაშაულებენ. 

"გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ. ორ საათში შეიძლება იმ პრობლემის გადაწყვეტა რასაც ორი წელია დავდევთ. აჩვენონ ხალხს მაგალითი რომ მართლაც დაიწყეს ზრუნვა ქვეყანაზე და ხალხზე,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ეთერ კოხტაშვილმა. 

დღის ამბები