24 აპრილი 2024,   06:06
ვრცლად
ვითარება ტყიბულის შახტში - გერმანელი ექსპერტები ვითარებას სწავლობენ 

გერმანიიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტები ტყიბულის შახტში მუშაობას და მდგომარეობის შესწავლას აგრძელებენ. დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ ისინი დღეს შახტში ჩავლენ და იმ ადგილს დაათვალიერებენ, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.

სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, არის თუ არა შახტში მუშაობა უსაფრთხო.

„უკვე დაიწყება შახტის ვიზუალური დათვალიერება. პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში მოხდება ექსპერტების აქ გაჩერება. და პერიოდულად შევძლებთ როდესაც რეპორტები დაიწერება, პირველი რეპორტის წარმოდგენა გათვალისწინებულია ორი კვირის შემდგომ, და მეტ დეტალიზაციაზე შევძლებთ ამის შემდგომ ვისაუბროთ,“-განაცხადა შრომის ინსპექციის უფროსმა ბექა ფერაძემ. 

დღის ამბები