მასშტაბური ევაკუაცია კალიფორნიაში - მაშველები ამ დრომდე ტყის ხანძარს ებრძვიან. ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე დასახლებები უკვე დატოვა 30 ათასამდე ადგილობრივმა.
ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ხანძარი სწრაფად ვრცელდება. სტიქიის შედეგად უკვე განადგურდა რამდენიმე ათეული შენობა. ცეცხლი ასევე ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოსაც მოედო. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.