მიხეილ გორბაჩოვი შეერთებული შტატებისა და რუსეთის მოქმედ ლიდერებს მოუწოდებს ცივი ომის პერიოდში დაბრუნებისგან თავი შეიკავონ - საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მოსკოვის ერთ-ერთ კინოთეატრში იმყოფებოდა, სადაც მისი ცხოვრების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.
ყოფილმა ლიდერმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთმა და ამერიკამ 80 იან წლებში აღებული კურსი უნდა გააგრძელონ და ბირთვულ იარაღს სამუდამოდ დააღწიონ თავი.
ერთი თვის წინ მიხეილ გორბაჩოვმა "New York Times"-ში წერილი გამოაქვეყნა და 1987 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების გამო დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.