25 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
ჯაშუშური სკანდალი რუსეთსა და ავსტრიას შორის - დაკავებულია ავსტრიის შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი

რუსეთსა და ავსტრიას შორის ჯაშუშური სკანდალის გამო ურთიერთობა დაიძაბა. გაზეთ "კრონენ ცაიტუნგის" ინფორმაციით, დაკავებულია ავსტრიის შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, რომელიც 90 იანი წლებიდან რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა.

ზალცბურგელი აგენტი მოსკოვს ავსტრიის საჰაერო ძალებზე, საარტილერიო სქემებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებზე საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა, ინფორმაციის სანაცვლოდ მას 300 ათასი ევრო გადაუხადეს.

მომხდარის გამო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა.

ჯაშუშურ საქმიანობას მიუღებელი უწოდა ქვეყნის პრემიერმა სებასტიან კურცმა და რუსეთის ხელისუფლებას ახსნა-განმარტების გაკეთება მოსთხოვა.

დღის ამბები