15 ნოემბერი 2018,   02:51
ვრცლად
"ძიძგილაობა იყო და მე ვცდილობდი ორივე დამემშვიდებინა" - საკრებულოს თავმჯდომარე მის კაბინეტში მოქალაქის ცემის ფაქტს ადასტურებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბადრი შენგელია საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მომხდარ ინციდენტს უარყოფს. ის ამბობს, რომ მოქალაქე მაია ქორიძესთან მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა ფიზიკურად მას არ გასწორებია.

მაია ქორიძე კი ამტკიცებს, რომ დეპუტატთან პრობლემებზე სასაუბროდ მისულს, ბადრი შენგელიამ სცემა.

„ასე რო დეტალებში ითხოვთ ყველაფერს დღევანდელი დღით-თქვა, თქვენ არ იყავით მე ვუთხარი, თქვენი მეუღლე, რომელიც საჯარისო ნაწილებში მსახურობდა და კულასშიც ტექნიკუმშიც ჰქონდათ მაგათ შტაბი. და მაგათ გაანადგურეს, მე ვუთხარი გაქურდეს ტექნიკუმი და მიწასთან გაასწორეს და თუ ასე მოგწონდა საბჭოთა წყობილება რას დაანგრიეთ? ეგ იყო და ეგა. ამის შემდეგ აუვარდა ისტერიული ყვირილი. მეტი მე ახლოს არ მივკარებივარ.  მეორე მხარეს ვიჯექი მაგიდის , რაღაცას აპირებდა ეგ ჩანთის იგი, მაგრამ ვერ მომარტყა. არ მოუქნევია უფრო სწორედ, წამოწია მაგრამ არ მოსულა. საერთოდ ჩემთან ახლოს არ მოსულა,“-განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ბადრი შენგელიამ.

მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ჰყვება სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის კაბინეტშიც აღნიშნული ინციდენტი მოხდა. ნუგზარ ჯამბურია ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას.

„ბადრი და ქალბატონო მაია წამოიწივნენ. აქ ისხდნენ მაგიდის ირგვლივ და შეიძლება ასე ითქვას ჩემთვის ნამდვილად მიუღებელი ინციდენტი იყო, რომ  კაბინეტში საჯარო მოხელე, ნებისმიერი ადამიანს, თუნდაც ახლობელს, ასეთ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ძიძგილაობა იყო გამართული და მე ვცდილობდი ორივე მხარე დამემშვიდებინა,“-განაცხადა ნუგზარ ჯამბურიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები