25 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
რომ არა ის დამანგრეველი შედეგი, რომელიც მიიღო „ოცნებამ“ პირველ ტურში, ეს ინიციატივები არ გაჟღერდებოდა - ბეჟაშვილი

„რომ არა არჩევნები და რომ არა ის დამანგრეველი შედეგი, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში, ეს ინიციატივები არ გაჟღერდებოდა,“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ლევან ბეჟაშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის დაპირებები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან ასოცირდება.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრების მიერ დაანონსებული ზოგიერთი სოციალური პროექტი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული.

„სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არც არის გათვალისწინებული ამ საკითხთან დაკავშირებით საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა და უკვე ბუნებრივია, ჩვენც გვაქს პოზიცია, რომ ეს დაპირებები არის სწორედ ამომრჩევლის მოტყუება, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა და ბუნებრივია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გარდა ამისა, თავისი შინაარსითაც ეს დაპირება არის ცრუ დაპირება, რომელიც ხშირად მოგვისმენია „ქართული ოცნებისგან“ ამ ბოლო 6 წლის განმავლობაში და მგონი, ამ ყველაფერს ამომრჩეველი სათანადოდ შეაფასებს,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" კონკრეტული ფაქტები შეისწავლა და დაადგინა, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი სოციალური პროექტი დააანონსა, მათ შორის, ერთ-ერთი არის სოციალურად დაუცველი ოჯახის არასრულწლოვანი წევრისთვის სოციალური შემწეობის 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდა.

სამოქალაქო სექტორს ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაც მოჰყავს. დავით სერგეენკოს თქმით, იმ შემთხვევაში თუკი სოციალურად დაუცველი მოქალაქე დაიწყებს მუშაობას, ერთი წლის განმავლობაში, მას შეუნარჩუნდება სოციალური შემწეობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები