25 აპრილი 2024,   05:16
ვრცლად
"ოცნებამ" სწორედ ახლა, როდესაც მარცხის საშიშროება იგრძნო, გააკეთა მორიგი დაპირებები და განცხადებები სოციალური პროექტების შესახებ - თარხნიშვილი

ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება მაღალბიუჯეტიანი სოციალური პროექტი დაანონსების სახით - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციებს ეხმაურება.

საქმე ეხება "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციამ კონკრეტული ფაქტები შეისწავლა და დაადგინა, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი სოციალური პროექტი დააანონსა, მათ შორის, ერთ-ერთი არის სოციალურად დაუცველი ოჯახის არასრულწლოვანი წევრისთვის სოციალური შემწეობის 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდა.

ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მმართველობის პერიოდში ამ ოდენობის სოციალური პროექტები არ განუხორციელებია, რაც ახლა საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურის წინ დააანონსა.

თარხნიშილის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული დაპირებები ისეთივე სიცრუე იქნება, როგორც წინა შეუსრულებელი დაპირებები.

„პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც 6 წლის მმართველობის განმავლობაში ერთი თეთრითაც კი არ მოუმატა პენსია, აპირებდა დევნილების დახმარების გაუქმებას, სწორედ ახლა, როდესაც მარცხის საშიშროება იგრძნო, გააკეთა მორიგი დაპირებები და მორიგი განცხადებები სოციალური პროექტების შესახებ. სამწუხაროდ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მორიგი ტყუილი და მორიგი შეუსრულებელი დაპირება,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

სამოქალაქო სექტორს ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაც მოჰყავს. დავით სერგეენკოს თქმით, იმ შემთხვევაში თუკი სოციალურად დაუცველი მოქალაქე დაიწყებს მუშაობას, ერთი წლის განმავლობაში, მას შეუნარჩუნდება სოციალური შემწეობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები