15 ნოემბერი 2018,   02:51
ვრცლად
ირაკლი კობახიძე პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. „კურიერის“ ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდა.

შეხვედრა, თითქმის, ერთ საათს გაგრძელდა. განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ მორიგი შეხვედრა საპატრიარქოში არჩევნების მეორე ტურთან კავშირში არ არის.

„ჩვენ მუდმივად ვხვდებით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ საპატრიარქოში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი ასეთი დამოკიდებულება ჩვენს ქმედებებში არაერთხელ გამოჩნდა და საზოგადოებამ ეს ნახა. არჩევნებთან დაკავშირებით ეს არანაირ კავშირში არ ყოფილა,“- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

დღის ამბები