25 აპრილი 2024,   04:49
ვრცლად
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ახალი დეტალები - გარდაცვლილისთვის მიყენებული 33 ჭრილობიდან 6 საქმეში არსებულ დანას არ შეესაბამება 

20 წლის, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. როგორც ლადო გრიგალაშვილმა დღეს პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, აღიარებით ჩვენებას ხელი სამართალდამცველების ზეწოლის შედეგად მოაწერა.

სასამართლო სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის დასკვნას და დაკითხვას მოყვა, რის გამოც პროცესი ორჯერ შეწყდა. ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა 9 ჭრილობა არ შეესაბამება იმ დანით მიყენებულ ჭრილობას, რომელიც მთავარ ნივთმტკიცებად არის წარმოდგენილი.

მან ასევე განაცხადა, რომ ანა ნაცვლიშვილს ყველა დაზიანებას ლადო გრიგალაშვილი ვერ მიაყენებდა.

„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 6 ჭრილობა, რომელიც განვითარებულია ანა ნაცვლიშვილის სხეულზე არ არის ამ დანით განხორციელებული. მოცემულ შემთხვევაში მე მაძლევს უკვე  საფუძვლიან ვარაუდს ბრალდებულის ჩვენება იმისი, რომ ეს ვერსია შეთავაზებულიყო ნამდვილად გამოძიების მიერ. თუ რატომ მოაწერა ხელი, განმარტა რომ იყო ზეწოლები მეგობრების დაჭერით, ოჯახის განადგურებით,“-განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა.

დაზარალებული მხარე კი ვარაუდობს, რომ დაცვის მხარე საქმის გადაკვალიფიცირებას ცდილობს.

20 წლის ანა ნაცვლიშვილი თემქაზე, 22 თებერვალს მოკლეს. 

​ 

დღის ამბები