20 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
კარგად ჩანს, რამდენად სახიფათოა ამ პიროვნების პრეზიდენტობა საქართველოსთვის - გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის 2 წლის წინანდელ ინტერვიუს კრიტიკულად აფასებს, სადაც „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი ამბობს, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და საზოგადოებას მის მიერ გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები არ დაავიწყდება, თუნდაც ის წინასაარჩევნოდ საოკუპაციო ხაზთან ჩავიდეს.

„პრაქტიკულად, არ არსებობს ასპექტი ან რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სუვერენიტეტთან, მომავალთან, საერთაშორისო ურთიერთობასთან, გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელშიც ქალბატონ ზურაბიშვილს ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო ან მავნებლური და არაკომპეტენტური პოზიცია არ ჰქონდეს, ყველგან ასე არის, ეს არის მოდუსი ამ პიროვნების და ახლა რამდენიც არ უნდა მოატყუოს მან, სცადოს მოტყუება ამომრჩევლების მეორე ტურის წინ, რომ იცით, ასე არ არის და საოკუპაციო ხაზთან მივა და ა.შ. ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს მისი ფუნდამენტური შეხედულებები და ახლაც იმიტომ ემალება ჟურნალისტებს, რომ საუბრისას თავს ვერ იკავებს და იქაც ყოველთვის კარგად ჩანს, რამდენად სახიფათოა ამ პიროვნების პრეზიდენტობა საქართველოსთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით სტატია რუსულ ინტერნეტ გამოცემაშია განთავსებული. სტატიაში აღნიშნულია, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილის იმ ინტერვიუს ეყრდნობიან, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა. ეს ინტერვიუ 2016 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ზურაბიშვილი კენჭს დეპუტატად იყრიდა.

დღის ამბები