15 ნოემბერი 2018,   02:51
ვრცლად
სამხედროების მსგავსი განცხადება, როგორც ჩანს, არის საშიში ხელისუფლებისთვის - რომან გოცირიძე ჭანკოტაძის მიმართვაზე საუბრობს

„ჭანკოტაძეზე ეს თავდასხმა არის კიდევ ერთი გამოვლინება საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევისა,“ - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე მმართველი გუნდის ინიციატივას, რომ ყოფილ ჯარისკაცებს სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადების გაკეთება და აქტივობა შესაძლოა აეკრძალოთ.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვა, რომ არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, საშიში აღმოჩნდა.

რომან გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, სამხედროებს პოზიციის დაფიქსირებაში ხელი შეუშალოს.

„ადამიანი იქცეოდა კანონის სრული შესაბამისობის მიხედვით. სამხედროების მსგავსი განცხადება, როგორც ჩანს, არის ძალიან საშიში ხელისუფლებისთვის. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩაუკეტონ და ჩაუკმინდონ ხმა და მათი პოზიცია და დამოკიდებულება არ ისმოდეს საჯაროდ,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები