23 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
ტერმინი „ოკუპაცია“ დამაზიანებელია, დიპლომატიური ურთიერთობები კრემლთან საჭიროა - ზურაბიშვილის ორი წლის წინანდელ განცხადებებს კრიტიკა მოჰყვა

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ტერმინის „ოკუპაცია“ წინააღმდეგია - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და მაშინვე რუსული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.

ზურაბიშვილი ინტერვიუში ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭებით მასთან მოლაპარაკებები ფერხდება.

როგორ უნდა აღდგეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთი ყოველ დღე აგრძელებს, გაუგებარია ექსპერტისთვის, ანდრეი ილარონოვისთვის. რუსეთიდან დევნილი ექსპერტი ამბობს, რომ მსგავსი რიტორიკა მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ქართველი ექსპერტების აზრით საქართველოს ინტერესს აზიანებს. ამ შემთხვევაში პოლიტოლოგები ზურაბიშვილს ახსენებენ, რომ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ტერიტორიაზე სამი საელჩო ექნება, აქედან ორი უკვე მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსული ნარატივის გატარება „ოცნების“ რჩეული კანდიდატისთვის ყოველდღიური დღის წესრიგია.

სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ უხერხულ განცხადებებზე საუბარს მმართველ გუნდში თავს არიდებენ.

ისევ თვლის თუ არა სალომე ზურაბიშვილი, რომ ტერმინი „ოკუპაცია“ პრობლემას ქმნის, უცნობია. პრეზიდენტობის კანდიდატს ორი წლის წინანდელ ინტერვიუზე განმარტებები დღეს არ გაუკეთებია.

დღის ამბები