19 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართების გავლებაზე იმსჯელეს

ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე მთავარი თემა საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართების გავლება და ანექსიის გაგრძელება იყო.

მთავრობის ხელმძღვანელმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი დიპლომატების მთავარ გამოწვევად ოკუპაციის პრობლემის საერთაშორისო თანამეგობრობამდე მიტანა დაასახელეს.

„ატოცში კვლავ განაახლეს საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების დამონტაჟება, რაც არის უკანონო ქმედება, არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. ყველა საელჩოს აქვს და საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლობას ინსტრუქცია, რომ, რაც შეიძლება, მაღალ დონეზე აიტანოს ეს საკითხი, როგორც ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების განხილვის ფორმატებში. გვექნება განხილვა ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიპლომატიის დღე საქართველოში 2004 წლიდან აღინიშნება. პროფესიული დღესასწაული სულხან საბა ორბელიანის დაბადების დღეს ემთხვევა. საზეიმო მიღება სასტუმრო ჰუალინგში გუშინ გაიმართა.

დღის ამბები