19 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
"ზურაბიშვილის განცხადება, თითქოს, ომი საქართველომ დაიწყო, რეალობას არ ასახავს" - ანდრეი ილარიონოვი

2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთის მზადება საომარი მოქმედებებისთვის - ამ თემაზე კატონის უნივერისტეტის ანალიტიკოსმა, ანდრეი ილარიონოვმა, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

კატონის უნივერისტეტის ანალიტიკოსმა დეტალურად გაიხსენა მოვლენები, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ღია ოკუპაციას წინ უძღოდა.

ანდრეი ილარიონოვის ლექციის მთავარი თემა სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომი იყო - როგორ ემზადებოდა რუსეთი ომის დასაწყებად, სად და როდის მოხდა პირველი გასროლა და რამდენად ადეკვატური იყო საქართველოს ხელისუფლების პასუხი საომარ მოქმედებებზე.

ანალიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც გაიხსენა და ანტისახელმწიფობრივი პოლიტიკის გამო, ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი გააკრიტიკა.

„ზურაბიშვილის განცხადება, თითქოს, ომი საქართველომ დაიწყო რეალობას არ ასახავს. პრინციპული გადაწყვეტილება აგრესიული პოლიტიკის შემოყვანის საქართველოში ვლადიმერ პუტინმა მიიღო 1999 წლის სექტემბერში. ჯერ კიდევ შევარდნაძე იყო პრეზიდენტი, ჯავშანტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში, 2003 წლის თებერვალში შემოიყვანეს, ვარდების რევოლუციამდე 3 თვით ადრე. სააკაშვილი ამ დროს ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყო, ამის შემდეგ ყოველწლიურად სამხედრო მოქმედებების მასშტაბებმა იმატა, საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა სპეცრაზმის გადმოსროლაც, ჯავასთან ორი უზარმაზარი სამხედრო ბაზა აშენდა, ომამდე ორი დღით ადრე აქ გადმოსხეს სამხედროები. ამიტომ ქალბატონ ზურაბიშვილს ვურჩევ, რომ ფაქტებს გაეცნოს, თუ რა ხდებოდა რეალურად. ომის პირველი გასროლა კი 2008 წლის 20 აპრილს მოხდა, როდესაც რუსულმა მოიერიშემ ქართული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, ყველა კრიტერიუმით ეს არის აგრესია, ეს არის საომარი მოქმედებების დასაწყისი,“ - განაცხადა ილარიონოვმა. 

დღის ამბები