14 ნოემბერი 2018,   22:39
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის განცხადება აგვისტოს ომზე, რომელიც "ოცნების" მმართულმა მედიამ ფეიკ-ნიუსად აქცია

ბოლო ორი დღის განმავლობაში, მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის მიერ ომის დაწყების შესახებ გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გადაფარვას ფეიკ-ნიუსით ცდილობს.  ქართული ოცნება და მათ მიერ კონტროლირებადი მედია მიხეილ სააკაშვილის მიერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადების ფრაგმენტს ავრცელებს, სადაც მესამე პრეზიდენტი საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საკმაოდ ვრცელია. ის 4-საათიან ჩანაწერში დეტალურად საუბრობს, როგორც ომის პერიოდზე, ასევე წინა პერიოდზეც. ის საუბრობს იმაზე, თუ რა ხდებოდა ცხინვალში ომის დაწყებამდე.

„მთავარი კითხვა, რომელიც დღეს აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას, არის ის, განახორციელა თუ არა საქართველომ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აეღო კონტროლი ცხინვალსა და სამხრეთ ოსეთის იმ ადგილებზე, როლებსაც ჩვენ მანამდე ვერ ვაკონტროლებდით. ეს კითხვა იცით, რომ დებატების ცენტრალურ კითხვად არის ქცეული. მნიშვნელოვნად იმ მრავალმილიონიანი კამპანიის შედეგად, ასობით მილიონს ხარჯავს ჩვენი მოწინააღმდეგე იმისთვის, რომ, თუ მისი როლი არ გათეთრდება და არ გათეთრდების ყორანი ნამდვილად, მაქსიმალურად  საქართველო გააშავოს ან შექმნას ბუნდოვანი ფერები, რომ ვერ გაერკვეს ადამიანი, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. ამისთვის ხდება დიდი საინფორმაციო კამპანიების წარმოება. როგორც ჩვენ დავინახეთ, სხვადასხვა ხალხის მოსყიდვა იმისთვის, რომ ილაპარაკონ სიცრუე. არც მე და არც მთავრობის სხვა წევრებს არასდროს საპირისპირო იმისა არ გვითქვამს იმიტომ, რომ საკითხი დგას, რომ, თითქოს, ჩვენ ამას უარყოფთ. მინდა, გითხრათ, ამ კითხვაზე, განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლის ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ-ოსეთის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი  და ახლაც ღიად ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა  სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიღებდა ნებისმიერი ერის და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს  და მოქალაქეების უსაფრთხოებისა დასაცავად. ეს გადაწყვეტილება იყო გარდაუვალი ორ მთავარი გარემოების გამო: პირველი, ჩვენთვის  ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიის ასობით ტანკი, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ათასობით სამხედრო იყო მოყენებული საქართველო-რუსეთის საზღვარზე, როკის გვირაბთან და ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული და თქვენ ეს მონაცემები ნახეთ, სადაზვერვო მონაცემების მიღება, რომ მათ დაიწყეს  მოძრაობა და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა. ეს ფაქტი მოგვიანებით დაადასტურეს მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებმა. გამოქვეყნებულია სატელეფონო გადაჭერები. შესწავლილია ბევრი მასალა, მოპოვებული ინტერნეტიდან, ღია წყაროებიდან და სადაზვერვო წყაროებიდან. თუმცა, მინდა ვთქვა რომ ღია წყაროებიდან ინფორმაცია ისეთივე დამაჯერებელია, როგორც სადაზვერვო ინფორმაცია, შეიძლება, უფრო მეტადაც და ამ დროს შემოსვლის ფაქტი საქართველოში სამხედრო ძალით ვერ უარყო და არ უარყო თავად რუსეთის ფედერაციამაც,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


 

დღის ამბები