გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურისა და დაბა ჩაქვის მოსახლეობას შეხვდა.
ვაშაძემ ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმები გააცნო.
„ძალიან გამიხარდა, როდესაც ვნახე ქართველი მეზღვაური, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად ლიბიიდან გამოვიყვანეთ მაშინ, როდესაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა ლიბიაში და ძალიან ბედნიერი ვარ, ტყუილად მართლა არ გვიცხოვრია და გვიმუშავია ეს წლები,“ - განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე აჭარაში შეხვედრებს კიდევ ორი დღის განმავლობაში განაგრძობს.