13 ნოემბერი 2018,   09:48
ვრცლად
"იწყებოდა საქართველოს ოკუპაცია და სააკაშვილის მოქმედება იყო ადეკვატური" - პაატა დავითაია ომთან დაკავშირებულ ფეიკ-ნიუსს ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ომზე, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წელს გაკეთდა, დღეს პაატა დავითაიამ გაიხსენა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა მაშინ საგამოძიებო კომისიას.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელიც მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ ომის დაწყების შესახებ გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გადასაფარად გამოიყენა.

პაატა დავითაია ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ სრული ჩანაწერი პარლამენტის ოფიციალური ვებგვედიდან წაშლილია, ასევე დამახინჯებულია კონტექსტი, მათ შორის ის მცირე მონაკვეთი, რომელიც გავრცელდა, მოიცავდა პაატა  დავითაიას პრივატული საუბრის მცირე ნაწილსაც.

„საჯარო ჩვენებებიდან ამონარიდი არის დატრიალებული ვიდეოროლიკში, რაც ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა არის პირდაპირ ჩვენება იმისა, თუ როგორ  ხდება მონტაჟი გარკვეული საკითხებისა. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალის ტერიტორიაზე დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ზუსტად ეს აქვს მას  ჩვენებაში ნათქვამი, ზუსტად ეს არის ასახული დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ეს მოხდა იმიტომ, რომ  როკის გვირაბიდან შემოდიოდა ათასობით  ტანკი და რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები. იწყებოდა საქართველოს ოკუპაცია. პრეზიდენტ სააკაშვილის მოქმედება იყო აბსოლუტურად ადეკვატური. რაც შეეხება ჩემს საუბარს, ზუსტად 2008 წლიდან, როდესაც ჟურნალისტთან პრივატული საუბარი არის ჩაწერილი და დაჭრილი ფეიქად. არც ერთი სიტყვა, არ მიმაქვს უკან. არ ვეთანხმებოდი წინა ხელისუფლებას და ამიტომ ვიყავი ოპოზიციაში. ამაზე ვლაპარაკობდი ღიად და არანაირი პრობლემა ამასთან არ გვქონდა. რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, პრივატულ საუბარში  არის ის, რაც აისახა დასკვნაში - ცხინვალში შესვლა და ახლა პრივატულ საუბარში რაც შეეხება ომს, ჩვეულებრივი სიტყვათა თამაში არის,“ - განაცხადა პაატა დავითაია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები