13 ნოემბერი 2018,   09:40
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზვიად საბანაძემ და მისმა 5-მა მხარდამჭერმა პარტია დატოვეს

ევროპული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზვიად საბანაძემ და მისმა 5-მა მხარდამჭერმა პარტიის რიგები დატოვეს.

მათი განცხადებით, წასვლის მიზეზი ევროპული საქართველოს მიერ გრიგოლ ვაშაძის მიმართ გამოხატული მხარდაჭერაა.

მათ მიერ პარტიის დატოვების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა.

„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საქართველოს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან. ყველაფერს ფარდა აეხადა და არიან კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან, რაც ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ყოვლად მიუღებელია,“ - განაცხადა ზვიად საბანაძემ.

მომხდარს ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე, გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ქართული ოცნება დიდი ხანია, მათი მხარდამჭერების სხვადასხვა მეთოდით გადაბარებას ცდილობს.

 „ქართული ოცნება მთელ საქართველოში ახლობლების მეშვეობით უკავშირდება ჩვენი პარტიის აქტივისტებს, წევრებს და წარმომადგენლებს და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ სთხოვს მსგავსი ნაბიჯების გადადგმას. თუ ეს ამბავი დადასტურდა ზვიად საბანაძის შემთხვევაში და ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმის, თუ რამდენად უკანონო, არასწორ და უღირს მეთოდებს იყენებს ქართული ოცნების ხელისუფლება პოლიტიკური ბრძოლისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

დღის ამბები