13 ნოემბერი 2018,   09:47
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა "ქართული ოცნებაში" - პარტიის ოფისში ბიძინა ივანიშვილი მივიდა

საგანგებო მდგომარეობა ქართული ოცნების ოფისში, ისევ ძალაშია. კონსულტაციები პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს დილიდან განახლდა. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. ასევე მმართველი პარტიის ოფისში იმყოფებიან მამუკა ბახტაძე, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძეც.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, პარტიის ოფისში მსჯელობენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ის ხარვეზების გარეშე.

„განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უკავშირდება, რა თქმა უნდა, მეორე ტურს. იმისთვის, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ მივიჩნიეთ, რომ იყო  გამოწვევა, იყო ხარვეზი დაშვებული პირველ ტურში, გამოვასწოროთ და ჩვენ საზოგადოებასთან გვქონდეს მაქსიმალურად ახლო კომუნიკაცია,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქართული ოცნების ოფისში შეხვედრის კიდევ ერთი მიზანია, რომ აირიდონ თავიდან დაპირისპირება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს იმ დესტრუქციულ განცხადებებს, რომელსაც ოპოზიცია აკეთებს.

 

დღის ამბები