13 ნოემბერი 2018,   09:46
ვრცლად
"ასადოვს არ ეძლევა ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა" - საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს წევრი

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მირტაგი ასადოვი ამ მომენტისთვის გადაყვანილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის ცენტრალურ განყოფილებაში, ქალაქ ბაქოში, მას არ აქვს წაყენებული ბრალი,“ - ეს განცხადება საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს წევრმა და იმამ ალის სახელობის მეჩეთის მოლამ, ჰაჯი ჰაჯიევმა, გააკეთა.

ჰაჯი ჰაჯიევი საქართველოს მუსლიმთა კავშირის უმაღლესი სამმართველოს უფროსის, მირტაგი ასადოვის, დაკავებას ეხმაურება და სახელმწიფო სტრუქტურებს დახმარებისკენ მოუწოდებს.

ჰაჯი ჰაჯიევი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უცნობია, რა ბრალით არის დაკავებული ასადოვი და ასევე, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჰაჯიევისვე თქმით, ასადოვს ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირებით უფლება არ ეძლევა.

„ასადოვის ოჯახის წევრებმა მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს კონსულს და ითხოვეს, მირტაგი ასადოვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თავისუფლების აღკვეთის მიზეზებისა და გარემოებების შესახებ სარწმუნო ცნობების მიღება და საზოგადოების ინფორმირება.

„ორგანიზაცია სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო  და მირტაგი ასადოვის ოჯახის წევრები გამოხატავენ შეშფოთებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელ უწყებებს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველყონ მ. ასადოვის თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლისა და გარემოებების გარკვევა, თავისუფლების აღკვეთის ადგილას მისი უფლებების დაცვის შემოწმება და საზოგადოების ინფორმირება. მ. ასადოვის თავისუფლების აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით სარწმუნო ცნობების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია დამატებით უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას,“ - აცხადებს ჰაჯი ჰაჯიევი.

დღის ამბები