19 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
"მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, ოპონირება თუ კრიტიკა არ გადადიოდეს შეურაცხყოფაში, ცინიკურ დაპირისპირებაში" - მეუფე შიო

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო კატეგორიულად გამორიცხავს სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას.

მეუფე შიო პოლიტიკურ პარტიებს ოპონირების დროს შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ წინასაარჩევნო პროცესი აწარმოონ მშვიდობით, რომ ოპონირება თუ კრიტიკა არ გადადიოდეს შეურაცხყოფაში, ცინიკურ დაპირისპირებაში და ასეთ გამოვლინებაში. ამისკენ მოუწოდა მისმა უწმინდესობამაც შეხვედრაზე,“ - განაცხადა მეუფე შიომ.

დღის ამბები