18 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
"ჩემი და იყო საშინლად დაჩეხილი, ეს არის საშინელება, რაც მან თქვა" - მეჩითოვის სკანდალურ განცხადებას 9 აპრილს დაღუპულებსი ოჯახები ეხმაურებიან

"9 აპრილს ნიჩბებით არავინ დაუჩეხავთ, იქ ხალხი ასფიქსიით გარდაიცვალა," - იური მეჩითოვის ამ განცხადებას 9 აპრილს დაღუპულების ოჯახის წევრები პროტესტი მოჰყვა.

მოკლული თამარ ჭოველიძის მამა, არკადი ჭოველიძე, ამბობს, რომ მას აქვს ექპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ მისი შვილი ნიჩბებით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

„რა გაუკვირდა მეჩითოვს, ნიჩაბი გაუკვირდა? ათასობით ტანკი იყო შემოყვანილი. ატომური ბომბის გარდა ყველაფერი შემოიტანეს, შვილები დაგვიხოცეს. მეჩითოვს ისე მოსდის, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო. მეჩითოვმა ჯობია, ჭკუას მოუხმოს ცოტა. მე არ ვიცოდი, არ მეგონა თუ მაგის საბუთის წარდგენა დამჭირდებოდა, 9 აპრილს რა მოხდა, თორემ მე მაქვს თამრიკოს გარდაცვალების მიზეზი და რამდენი ნიჩაბი მოხვდა ხო., სულ ყველაფერი თამარ დეკანოსიძის ექსპერტიზის ქაღალდი,“ - განაცხადა არკადი ჭოველიძემ

9 აპრილს მოკლული მანანა მელქაძის და ამბობს, რომ ფოტოგრაფი ამ განცხადებით შეურაცხყოფას აყენებს, როგორც გარდაცვლილებს, ასევე მათ ოჯახებს.

„ჩემი და იყო გარდაცვლილი მხოლოდ გადათელვით. ეს იყო გაზით მოწამლული.  ყოველ დღე ცხედარი სივდებოდა სასახლეში და ეს იყო დარბევა მიზანმიმართული, დაშლა იმ აქციის. იყო ენით აღუწერელი საშინელება. მე არ ვეთანხმები მეჩითოვის სიტყვებს. ეს არის საშინელება, რაც მან ჩვენს მიმართ, ჩვენი გარდაცვლილების მიმართ თქვა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი და იყო საშინლად დაჩეხილი,“ - განაცხადა მაია მელქაძემ.

ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, ინტერვიუ ალ ჯაზირას მისცა. ფილმი სახლეწოლდებით, "საბჭოთა იარა", ტელეკომპანიის ეთერში ცოტა ხნის წინ გავიდა. იური მეჩითოვის ეს განცხადება სოციალური ქსელით გავრცელდა, რასაც 9 აპრილს დაღუპულების ოჯახის წევრების და მთელი საზოგადეობის პროტესტი მოჰყვა.

კურიერთან ინტერვიუში დღეს იური მეჩითოვი ამ განცხადების შინაარსი დაადასტურა და განაცხადა, რომ 9 აპრილის დროს ნიჩბების ჩარტყმით არავინ გარდაცვლილა და 30 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია აქციის არასწორმა დაშლამ. მისივე თქმით, საბჭოთა ჯარს, რომელმაც აქცია დაარბია, არ ჰქონდა განზრახვა, რომ ვინმე მოეკლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები