23 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
"ეს მშვიდობიანი ღონისძიებაა ჩვენი მხრიდან" - რუსთაველის გამზირზე არასამათავრობო ორგანიზაციებმა კარვების ნაწილის განთავსება შეძლეს

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე კარვის განთავსება შეძლეს.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, სულხან სალაძე, აცხადებს, ის კოლეგებთან ერთად აპირებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში დარჩეს რუსთაველის გამზირზე და ამ ფორმით გამოხატოს შვილმოკლული მამების მიმართ სოლიდარობა.

„ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი ღონისძიებაა ჩვენი მხრიდან. იმედია, რომ ამ პროცესს არ შეუშლიან ხელს ამის შემდეგ. ამატებენ კარვებს ჩვენი კოლეგები. ვაპირებთ, რომ მთელი ღამე ვიყოთ აქ და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა,“ - განაცხადა სულხან სალაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფორმით მესამე სექტორი გამოხატავს სოლიდარობას შვილმოკლული მამების მიმართ, რომ ისინი არ არიან მარტო.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სიტუაცია მშვიდია. ცოტა ხნის წინ ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოჩენას, რომლებმაც ადგილზე კარვები მიიტანეს სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა.

საპატრულო პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა არ მისცეს აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება იმიტომ, რომ იქ შეიძლება, აკრძალული ნივთები შეიტანონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები