13 ნოემბერი 2018,   09:47
ვრცლად
"სანამ ჩემს სისხლს არ დაღვრიან, ან ჩემი შვილის მკვლელები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, აქ ვიქნებით" - ზაზა სარალიძე

"სანამ ჩემს სისხლს არ დაღვრიან, ან ჩემი შვილის მკვლელები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, აქ ვიქნებით," - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ აქციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც  რუსთაველზე  ვითარება დაიძაბა.

სამართალდამცავებმა არ მისცეს საშუალება, რომ ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ასევე ოპოზიციის წევრებს გაეშალათ კარვები. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ის არ აპირებს დატოვოს რუსთაველის გამზირი იმ დრომდე, სანამ მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან.

„ხედავთ თქვენ, პოლიცია რა ზეწოლაზე  მოდის. კალაძე კიდევ მომიწოდებს, რომ ჩვენსა და მოსახლეობას შორის არაფერი მოხდეს. ჩვენსა და მოსახლეობას შორის კი არა, პოლიცია გააჩეროს.  უკანონოდ რომ გვარბევს აქ და რომ გადაგვთელა და გადაგვიარა, ის ნაძირლები გააჩეროს. სანამ ჩემს სისხლს არ დაღვრიან, ან ჩემი შვილის მკვლელები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, ეს ორი გამოსავალი აქვს ამ ხელისუფლებას, მანამდე აქ ვიქნებით,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები