20 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
"მცდელობა იმისა, რომ მომხდარიყო დარბევა, რამდენიმე მონაწილის წინააღმდეგ ძალაც იყო გამოყენებული" - უჩა ნანუაშვილი

"მოქალაქეებს აქვთ უფლება, გამოიყენონ კარავი," - ამის შესახებ განცხადება ყოფილმა სახალხო დამცველმა გააკეთა.

უჩა ნანუაშვილის რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც ცოტა ხნის წინ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს შორის. პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დარღვეულია კანონი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს აქვთ პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება

„ეს არის უკანონობა, როდესაც მოქალაქეებს არ აძლევენ კონსტიტუციური უფლების შესაძლებლობას. რამდენიმე კარავი გაიტაცეს. აქ იყო შეხლა-შემოხლა. ფაქტიურად მცდელობა იმისა, რომ მომხდარიყო დარბევა. რეალურად რამდენიმე მონაწილის წინააღმდეგ ასევე ძალაც იყო გამოყენებული. ეს არის უკანონობა, არის დანაშაული,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ყოფილი სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება  რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები