24 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის თავისი უგუნურობის პიკზე" - ზაალ უდუმაშვილი

„ამ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის თავისი უგუნურობის პიკზე,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ქართული ოცნება შვილმოკლულ მამებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ საქმეებს არ იძიებს.

„კარგად დაიმახსოვრებთ 2018 წლის 10 ნოემბერი, ეს თარიღი, ეს არის ქართული ოცნების დასასრულის თარიღი. ის, რაც შემდგომ მოხდება უკვე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება მხოლოდ ფორმალურად გაფორმება ამ ყველაფრის, დღეს დასრულდა ქართული ოცნება ქვეყანაში იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, ბოლომდე გადაეთელა ადამიანის უფლებები, შვილმკვდარი მამების უფლებები,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადება არადამაჯერებელი იყო, რადგან შეუძლებელია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კარავში კანონსაწინააღდეგო ნივთი შეეტანათ.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით კარვები მიიტანეს.

სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს და კარვების ნაწილი წაართვეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს.

არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს. 

დღის ამბები