14 ნოემბერი 2018,   22:42
ვრცლად
"არნახული ცინიზმი, სახელმწიფო სასტიკად ექცევა ამ ადამიანებს" - ნინია კაკაბაძე პარლამენტის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ნინია კაკაბაძე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას აფასებს.

„ეს არის არნახული ცინიზმი, სახელმწიფო სასტიკად ექცევა ამ ადამიანებს,“ - ამბობს ნინია კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით, ხელისუფლებამ შვილმკვდარ მამებს ბრძოლა გამოუცხადა.

„სახელმწიფომ, პრაქტიკულად, ბრძოლა გამოუცხადა ამ ორ შვილმკვდარ მამას, რომელსაც არ აძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარი პროტესტი გამოხატონ. მე ამ ხელისუფლებას და სახელმწიფოს შევახსენებ, რომ ყველაფერი, რასაც ისინი დღეს აპროტესტებენ და უპირისპირდებიან, ამ 9 წელს, რომელიც მათი დისკურსის მთავარი თემა არის, შევახსენებ, რომ 26 მაისიც, მაგალითად, დაშალეს სწორედ ამ მოტივით, რომ მეორე დღეს აღლუმი უნდა გამართულიყო რუსთაველის პროსპექტზე. შესაძლებელია, 26 მაისის აღლუმი უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის, მითუმეტეს ერთი დღით, როდესაც ეს ტარდება, ვიდრე საახალწლო ნაძვის ხე,“ - განაცხადა კაკაბაძემ.

დღის ამბები