19 აპრილი 2024,   08:18
ვრცლად
"ამ კარვებს ჩვენ გადავცემთ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს" - სულხან სალაძე პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე

„ბატონ მაჩალიკაშვილს და ბატონ სარალიძეს აბსოლუტურად უკანონოდ არ აძლევენ უფლებას, რომ გაშალონ კარავი,“ - ეს განცხადება საია-ს ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

სულხან სალაძე ამბობს, რომ დღეს მშვიდობიანი აქციის გამართვას აპირებდნენ და სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მივიდნენ.

„ამ კარვებს ჩვენ გადავცემთ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს და მათი გადასაწყვეტი იქნება, შემდეგში ამ კარვებს როგორ განკარგავენ და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ფაქტია ერთ რამ, რომ ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რაც ღონისძიების დასაწყისში ჩვენ ვნახეთ აქ,“ - განაცხადა სალაძემ.

პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.

აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს. 

დღის ამბები