13 ნოემბერი 2018,   09:49
ვრცლად
"მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა" - თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საქმე ეხება პარლამენტის წინ მიმდინარე სოლიდარობის აქციას, რა დროსაც სამართალდამცავებმა კარვების გაშლის უფლება შვილმოკლულ მამებს კიდევ ერთხელ არ მისცეს და რამდენიმე წიაღეს.

ჩუგოშვილის თქმით, კარვების დადგმის უფლება კანონთან შესაბამისია და ის მოუწოდებს შსს-ს და მერიას, რომ ეს ნორმა გაითვალისწინონ.

„არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას, თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს.

"მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა,“ - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცახდებაში.

პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.

აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს. 

დღის ამბები