20 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
მესამე სექტორი რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამოძიებას ითხოვს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ხელმძღვანელი მოითხოვს, რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებზე დაიწყოს გამოძიება.

გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა სცადეს, წაერთმიათ კარვები მაშინ, როდესაც კანონი არ კრძალავს აქციაზე კარვების გამოყენებას.

მშვენიერაძე აცხადებს, რომ მესამე სექტორი მიმართავს პროკურატურას წერილობით გამოძიების დაწყების მოთხოვნით. 

„ქრონოლოგიურად რომ ავღწეროთ, აქ  შეკრებილი ადამიანები, რომლებიც ვართ მშვიდობიანი შეკრების მონაწილენი, რომლებიც ვფიქრობთ, რომ ჩვენი გამოხატვის  თავისუფლების რეალიზება სწორედ შეკრების გზით უნდა მოვახერხოთ. როცა შემოგვქონდა ინვენტარი, რომელიც გვჭირდებოდა შეკრება-მანიფესტაციის გასამართად, პოლიციამ დაიწყო ფიზიკური ძალადობა ჩვენზე. ცდილობდნენ, ხელიდან გამოეტაცათ კარვები, რომელიც ხელში გვეჭირა,“ -განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.   

დღის ამბები